მოუსმინე! დაინახე! თქვი!

“ქვათა ღაღადი” JumpStart Georgia-ს მიერ შექმნილი ონლაინ აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, აღმოაჩინოთ, გამოიკვლიოთ და შეადაროთ სხვადასხვა ადგილის, რაიონის, რეგიონის, ქალაქისა თუ ქვეყნის ძველი და ახალი სახეები.

ფოტოს “სახელურის” გამოყენებით, თქვენ შეძლებთ სურათების ისე დათვალიერებას, რომ დაინახავთ, როგორ შეიცვალნენ ადამიანები, ადგილები, შენობები, ქანდაკებები და ბუნება წარსულიდან დღევანდელობამდე.

თქვენი დაკვირვებები და აღმოჩენები კი შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თითოეული ფოტოს ქვემოთ განთავსებული კომენტარის ველის საშუალებით.

ამ დროისათვის “ქვათა ღაღადი” მხოლოდ თბილისის ფოტოებს მოიცავს. თუმცა JumpStart Georgia გეგმავს, პროექტის მასშტაბი გააფართოოს და აპლიკაციას დაამატოს სურათები მთელი საქართველოდან და მსოფლიოდანაც კი.

შენც შეგიძლია, მიიღო მონაწილეობა “ქვათა ღაღადის” გაუმჯობესებაში. სადაც უნდა იყო, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, თუკი გაქვს ძველი ფოტო, გადაიღე იმავე ადგილის შესაბამისი ახალი სურათი და გამოგვიგზავნე. საავტორო უფლებების დაცვით, ჩვენ მათ საიტზე გამოვაქვეყნებთ და მთელ მსოფლიოს გავუზიარებთ.

თუ გაქვს რაიმე სხვა იდეა, კომენტარი ან კითხვა, შეგვეხმიანე:

info@jumpstart.ge
+995 032 214 29 26
შევჩენკოს ქუჩა, 5, ბინა 2
თბილისი, საქართველო 0108