წინაწინა
9 აგვისტოს სუხიშვილის ქუჩის  მე-4 კორპუსის დაბომბვას სულ 15 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

იმავე დღეს რუსეთის ბომბდამშენები გორის რაიონის სოფლები - კარბი, მერეთის ქერესა და ვარიანიც - დაბომბეს. ამ დღეს სულ 26 სამოქალაქო პირი დაიღუპა. გორის უახლეს ისტორიაში 9 აგვისტო ყველაზე ტრაგიკულ დღედ შევიდა.
20_august-war-2008_gori-bombing-_large
შემდეგიშემდეგი
2008
1 / 20
2014

9 აგვისტო, ბომბები გორში

9 აგვისტოს სუხიშვილის ქუჩის მე-4 კორპუსის დაბომბვას სულ 15 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იმავე დღეს რუსეთის ბომბდამშენები გორის რაიონის სოფლები - კარბი, მერეთის ქერესა და ვარიანიც - დაბომბეს. ამ დღეს სულ 26 სამოქალაქო პირი დაიღუპა. გორის უახლეს ისტორიაში 9 აგვისტო ყველაზე ტრაგიკულ დღედ შევიდა.

განაგრძეთ კითხვა...

2008 წლის 7 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების მხრიდან რამდენიმედღიანი სროლების საპასუხოდ, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია ქალაქ ცხინვალის ასაღებად. მომდევნო დღეებში სამხედრო დაპირისპირება რუსეთ-საქართველოს ომში გადაიზარდა, რომელიც 5 დღეს გაგრძელდა. რუსმა სახმედროებმა დაიკავეს როგორც სეპარატისტული რეგიონები, ასევე, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ქალაქებიც, მათ შორის ფოთი და გორი. ევროკავშირის ჩარევით, 12 აგვისტოს შედგა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. მომდევნო კვირებში რუსეთის ჯარებმა უკან დაიხიეს, თუმცა ომიდან 6 წლის შემდეგაც არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია.

რუსული აგრესიის შედეგად, საქართველოს მხრიდან დაიღუპა 230-ზე მეტი სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ჰოლანდიელი ოპერატორი სტან სტორიმანსი. ის 12 აგვისტოს გორის ცენტრში კასეტური ჭურვებით დაბომბვას ემსხვერპლა. 2008 წლის ომის შედეგად, ცხინვალის რეგიონის ქართული დასახლებების 26 000 მცხოვრები დევნილად იქცა.

რაც შეეხება მსხვერპლს სამხრეთ ოსეთის მხრიდან, ზუსტი მონაცემები არ არსებობს და რიცხვები სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ 162-იდან 365-მდე მერყეობს.

საავტორო უფლებები

მარცხენა სურათი:

  • წელი: 2008
  • წყარო: wojciechgrzedzinski.com
  • ფოტოგრაფი: Wojciech Grzedzinski

მარჯვენა სურათი:

  • წელი: 2014
  • წყარო: JumpStart Georgia
  • ფოტოგრაფი: ირაკლი ჭუმბურიძე

თუ გაქვს ინფორმაცია ამ ფოტოზე, ადგილზე ან მოვლენაზე, გაგვიზიარე.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი!

შეიტყვეთ სიახლეები "ქვათა ღაღადის" და სხვა ვიზუალიზაციების შესახებ!

142 142