წინაწინა
შენობა, რომელშიც ეროვნული გარელეა არის განთავსებული, 1888 წელს რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით აიგო და მასში რუსეთის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, ე.წ. დიდების ტაძარი, დაარსდა. მუზეუმს რუსეთის იმპერიის ძლევამოსილება უნდა წარმოეჩინა და რუსული იარაღის ძლიერებისა და დიდების სიმბოლო უნდა გამხდარიყო. მან პირველ მსოფლიო ომამდე იარსება. დიდების ტაძრის ექსპოზიციის ევაკუაცია მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს, რითაც სამხედრო-ისტორიულმა მუზეუმმა არსებობა შეწყვიტა. მასთან ერთად დაიხურა ამ შენობის ისტორიის ერთი ფურცელი.

1934 წლიდან ეროვნული გალერეა ხელახლა იწყებს ფუნქციონირებას. ის ხდება სახელმწიფოს კულტურული პოლიტიკის გამტარებელი მთავარი ინსტიტუცია სახვითი ხელოვნების სფეროში.

1980-იანი წლების ბოლოს მნიშვნელოვანი სიახლეა გალერეის ცხოვრებაში.1988 წლის მარტში მხატვრის სახლის დირექციის ინიციატივით შეიქმნა სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანება „სურათების ეროვნული გალერეა".

2007 წელს ეროვნული გალერეა ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა. დაიგეგმა გალერეის შენობის ფართო მასშტაბიანი რეკონსტრუქცია, რომლის შედეგად უცვლელი დარჩა ნაგებობის ცენტრალური ფასადი და საგამოფენო სივრცე. შენობა გაიზარდა ბაღის მხრიდან მიშენების ხარჯზე. რეკონსტრუქციის შედეგად შეიქმნა ახალი საგამოფენო სივრცე. განახლებულ გალერეაში 8 დარბაზი ფუნქციონირებს, შექმნილია სარესტავრაციო ლაბორატორია, დროებითი გამოფენების ორგანიზებისათვის საჭირო ექსპონატთა საცავი, სასწავლო სივრცე და გაიხსნა მაღაზია.

პროექტი პორტუგალიულმა არქიტექტურულმა კომპანია "Ainda Arquitectura"-მ შეიმუშავა.

წყარო: www.museum.ge
Didebis-tazari_cisperi-galerea2_large
შემდეგიშემდეგი
წელი უცნობია
15 / 15
2013

ცისფერი გალერეა

საავტორო უფლებები

მარცხენა სურათი:

  • წელი: წელი უცნობია
  • წყარო: Forum.ge (Fabian)
  • ფოტოგრაფი: უცნობი

მარჯვენა სურათი:

  • წელი: 2013
  • წყარო: JumpStart Georgia
  • ფოტოგრაფი: ირაკლი ჭუმბურიძე

თუ გაქვს ინფორმაცია ამ ფოტოზე, ადგილზე ან მოვლენაზე, გაგვიზიარე.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი!

შეიტყვეთ სიახლეები "ქვათა ღაღადის" და სხვა ვიზუალიზაციების შესახებ!

54 54