წინაწინა
რუსთაველის გამზირიდან კონსერვატორიისკენ ასახვევზე (დღევანდელი ლაღიძის წყლებთან ასახვევი) მდებარეობდა კრუზენშტერნის ქუჩა. ამ ქუჩაზე იყო განთავსებული "ტიფლისსკი ლისტოკის" რედაქცია. ეს არის ცნობილი "ლაღიძის წყლების" ადგილი.

ლაღიძის წყალი არის პოპულარული ქართული გამაგრილებელი (უალკოჰოლო) სასმელი, დამზადებული სოდიანი წყლისა და სხვადასხვა ნატურალური სიროფებისგან. ტრადიციულად, ჭიქაში ხდებოდა სიროფის გაზავება სოდიანი წყლის ჭავლით. ასევე იყიდება ბოთლში ჩამოსხმული სხვადასხვა არომატის მქონე გამაგრილებელი სასმელი. ზოგიერთი ამერიკელი სპეციალისტი მას ადარებს კვერცხის კრემს, მაგრამ ავთენტური ქართული სასმელი არ შეიცავს არც რძეს და არც შოკოლადის სიროფს.

სახელწოდება მომდინარეობს მიტროფანე ლაღიძისგან, ქუთაისელი ფარმაცევტისგან, რომელსაც 1887 წელს გაუჩნდა იდეა, რომ ლიმონათის გასაკეთებლად, ნაცვლად იმპორტული, არომატიზირებული ესენციებისა, გამოეყენებინა ნატურალური სიროფები. 1900 წელს "ძმები ლაღიძეების" ქარხანამ ქუთაისში დაიწყო საკუთარი, უნიკალური რეცეპტების დამზადება ბალახებისა და ხილის შეზავებით. დღეს "ლაღიძის წყლები" აწარმოებს სხვადასხვა ნატურალური არომატის წყლებს, მათ შორის - კომშის, მსხლის, ციტრუსების, ალუბლის, ტარხუნის და სხვა. ლაღიძის წყლების დისტრიბუცია ხდება რუსეთში, უკრაინაში, ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოში, პოლონეთში და სომხეთში.

წყარო: www.wikipedia.org 
            burusi.wordpress.com
Kruzenshternis-kucha_-tiplisski-listokis-redakcia5_large
შემდეგიშემდეგი
წელი უცნობია
2 / 27
2013

"ტიფლისსკი ლისტოკის" რედაქცია

საავტორო უფლებები

მარცხენა სურათი:

  • წელი: წელი უცნობია
  • წყარო: Forum.ge (surprizi)
  • ფოტოგრაფი: უცნობი

მარჯვენა სურათი:

  • წელი: 2013
  • წყარო: JumpStart Georgia
  • ფოტოგრაფი: ირაკლი ჭუმბურიძე

თუ გაქვს ინფორმაცია ამ ფოტოზე, ადგილზე ან მოვლენაზე, გაგვიზიარე.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი!

შეიტყვეთ სიახლეები "ქვათა ღაღადის" და სხვა ვიზუალიზაციების შესახებ!

59 59