წინაწინა
ტრამვაი ,,თბილისი” - ქართული წარმოების, შესახსრული, სამსექციანი, ოთხღერძიანი, ცალმხრივი მიმართულების, მაღალიატაკიანი ტრამვაის ვაგონი. ის 1959 წელს თბილისში დააპროექტეს და 1960 წელს თბილისის ტრამვაი–ტროლეიბუსების სამმართველოს რესურსებით, ტრამვაის სარემონტო დეპოში ააგეს. სულ ამ მოდელის 4 ვაგონი გამოვიდა.

ეს გახლდათ იმ დროისთვის მეტად იშვიათი, ინოვაციური კონსტრუქციის ტრამვაის ვაგონი, დაკიდული სახსრებითა და დაკიდული სექციით, – მას სახსრების ქვეშ არ ჰქონდა ბორბლები. შუათანა სექციას არ გააჩნდა შასი და იგი სახსრების საშუალებით დაკიდული იყო პირველ და ბოლო სექციებზე, რომლებიც თავის მხრივ ეყრდნობოდა ფიქსირებულ, ორღერძიან ბაზას.

აღნიშნული ტიპის შესახსრული ვაგონები იმ დროისათვის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ იწარმოებოდა, რაც საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ „თბილისი“ იყო ახალი სიტყვა ტრამვაის მშენებლობაში. სამწუხაროდ თბილისის იმდროინდელი მთავრობის არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკისა და ტრამვაის მიმართ აგდებული დამოკიდებულების გამო ვერ მოხერხდა აღნიშნული მოდელის ტრამვაის განვითარება და ქართული ტრამვაის წარმოების გაგრძელება. 1970–იან წლებში ოთხივე ვაგონი „თბილისი“ განადგურდა და ასევე ლიკვიდაცია განიცადა თბილისის ტრამვაის სარემონტო დეპომ, სადაც აიგო პირველი ქართული ტრამვაი.

წყარო: www.tramvai.ge
1962-tbilisi-tramvai-tbilisi-gmirta-moedanze2_large
შემდეგიშემდეგი
1962
2 / 4
2013

ტრამვაი ,,თბილისი”

საავტორო უფლებები

მარცხენა სურათი:

  • წელი: 1962
  • წყარო: www.tramvai.ge
  • ფოტოგრაფი: უცნობი

მარჯვენა სურათი:

  • წელი: 2013
  • წყარო: JumpStart Georgia
  • ფოტოგრაფი: ირაკლი ჭუმბურიძე

თუ გაქვს ინფორმაცია ამ ფოტოზე, ადგილზე ან მოვლენაზე, გაგვიზიარე.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი!

შეიტყვეთ სიახლეები "ქვათა ღაღადის" და სხვა ვიზუალიზაციების შესახებ!

110 110