წინაწინა
 მეცხრე საავადმყოფოს შენობის მშენებლობა 1903 წელს დაიწყო და 1908 წელს დამთავრდა. თავდაპირველად, აქ მონასტერი, სასულიერო სემინარია, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი და ლაზარეთი იყო. 1921 წელს, ქვეყნის სათავეში კომუნისტების მოსვლის შემდეგ, ტაძარში ამოქოლეს თაღოვანი სარკმლები, მოანგრიეს გუმბათები და იქ გახსნეს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 40-იან წლებში კი იქ მეცხრე საავადმყოფო გაიხსნა. ამ ტერიტორიაზე იყო 9 ნომერი ტრამვაის ბოლო გაჩერება. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ, ტრანსპორტის ნომერმა მისცა დასაბამი საავადმყოფოს ნუმერაციასაც. ყველაზე ძველი მთელ ვაკეში უნივერსიტეტის შენობაა, მის შემდეგ კი აშენდა მეცხრე საავადმყოფოს შენობა.

ამჯამად აქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და, მუშების ცნობით, მალე ისევ სასულიერო სემინარია გაიხსნება. 

წყარო: ინტერვიუ გოგა ქართველიშვილთან, ჟურნალი “თბილისელები”
Seminaria-mecxre-saavadmyofo42_large
შემდეგიშემდეგი
1900
1 / 23
2013

სასულიერო სემინარია - მეცხრე საავადმყოფო

მეცხრე საავადმყოფოს შენობის მშენებლობა 1903 წელს დაიწყო და 1908 წელს დამთავრდა. თავდაპირველად, აქ მონასტერი, სასულიერო სემინარია, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი და ლაზარეთი იყო. 1921 წელს, ქვეყნის სათავეში კომუნისტების მოსვლის შემდეგ, ტაძარში ამოქოლეს თაღოვანი სარკმლები, მოანგრიეს გუმბათები და იქ გახსნეს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 40-იან წლებში კი იქ მეცხრე საავადმყოფო გაიხსნა. ამ ტერიტორიაზე იყო 9 ნომერი ტრამვაის ბოლო გაჩერება. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ, ტრანსპორტის ნომერმა მისცა დასაბამი საავადმყოფოს ნუმერაციასაც. ყველაზე ძველი მთელ ვაკეში უნივერსიტეტის შენობაა, მის შემდეგ კი აშენდა მეცხრე საავადმყოფოს შენობა.

ამჯამად აქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და, მუშების ცნობით, მალე ისევ სასულიერო სემინარია გაიხსნება.

წყარო: ინტერვიუ გოგა ქართველიშვილთან, ჟურნალი “თბილისელები”

საავტორო უფლებები

მარცხენა სურათი:

  • წელი: 1900
  • წყარო: wikipedia.org
  • ფოტოგრაფი: უცნობი

მარჯვენა სურათი:

  • წელი: 2013
  • წყარო: JumpStart Georgia
  • ფოტოგრაფი: ირაკლი ჭუმბურიძე

თუ გაქვს ინფორმაცია ამ ფოტოზე, ადგილზე ან მოვლენაზე, გაგვიზიარე.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი!

შეიტყვეთ სიახლეები "ქვათა ღაღადის" და სხვა ვიზუალიზაციების შესახებ!

74 74