1958
2 / 5
2013
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი 1900-1906 წლებში არქიტექტორ სვიმონ კლდიაშვილის მიერ აიგო. თავდაპირველად აქ სათავადაზნაურო გიმნაზია იყო განთავსებული, რომლის ასაშენებლად თანხა ცნობილმა მეცენატებმა-დავით სარაჯიშვილმა, ძმებმა ზუბალაშვილებმა, კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრაბატონმა გაიღეს. უნივერსიტეტი 1918 წელს გაიხსნა.
პირველი კორპუსის გვერდით 1940 წელს მეორე კორპუსი ააგო არქიტექტორმა მ. შავიშვილმა, რომელიც კომპოზიციურად პირველ კორპუსს ეპასუხება.
წყარო: Tbilisi.gov.ge
შენიშვნა: გარკვეული პერიოდის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტალინის სახელობისა იყო.
მოვლენები
საბჭოთა ოკუპაცია 1921-1991საავტორო უფლებები
მარცხენა სურათი:
- წელი: 1958
- წყარო: უცნობი
- ფოტოგრაფი: ანატოლ ტრახმანი
მარჯვენა სურათი:
- წელი: 2013
- წყარო: JumpStart Georgia
- ფოტოგრაფი: ირაკლი ჭუმბურიძე
თუ გაქვს ინფორმაცია ამ ფოტოზე, ადგილზე ან მოვლენაზე, გაგვიზიარე.
მოიწონეთ ჩვენი გვერდი!
შეიტყვეთ სიახლეები "ქვათა ღაღადის" და სხვა ვიზუალიზაციების შესახებ!