წინაწინა
გმირთა მოედანი XX ს-ში ჩამოყალიბდა. სახელი საბჭოთა კავშირის პირველი გმირების, გემი „ჩელუსკინის” ეკიპაჟის გადამრჩენი მფრინავების, პატივსაცემად ეწოდა 1934 წელს
XIX ს-ის ბოლოს აქ თავდებოდა ქალაქი და იწყებოდა საქართველოს სამხედრო გზა. XIX-XX სს.-ის მიჯნაზე გმირთა მოედნის ტერიტორია ითვლებოდა თბილისელ მოქეიფეთა საყვარელ ადგილად, სადაც მრავლად იყო პატარა სამიკიტნოები მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის ფუნქცია მოედანმა მოგვიანებით იტვირთა. 
1970-იანი წლების საბჭოთა თბილისში მზარდმა მოტორიზაციამ აუცილებელი გახადა საქალაქო ინფრასტრუქტურის (მათ შორის, გმირთა მოედნის არსებული სივრცის) და სატრანსპორტო რეგულირების გადახედვა.პირველი ეტაპის რეკონსტრუქცია 1978 (1974 -78) წელს დასრულდა, მოედანი 2,5-ჯერ გაფართოვდა. პროექტმა ქალაქის წინაშე მდგარი სატრანსპორტო პრობლემები მოაგვარა, მაგრამ მოედნის, როგორც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სივრცის, ფუნქცია დააკნინა. მოუხერხებელი გახადა ადამიანთა თავშეყრა და მხოლოდ სატრანსპორტო კვანძის ფუნქცია მიენიჭა.

2006-2012 წლებში განხორციელებულმა სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა მთლიანად შეცვალა მოედნის იერი, აშენებულმა ესტაკადებმა და ახალმა გზებმა კი მას სრულიად ახალი ფუნქცია შესძინა.

წყარო: http://uelaboratory.blogspot.com/2011/05/blog-post_31.ht
Cirki-gmirta-moedani2_large
შემდეგიშემდეგი
წელი უცნობია
121 / 219
2013

გმირთა მოედანი

საავტორო უფლებები

მარცხენა სურათი:

  • წელი: წელი უცნობია
  • ფოტოგრაფი: უცნობი

მარჯვენა სურათი:

  • წელი: 2013
  • წყარო: JumpStart Georgia
  • ფოტოგრაფი: ირაკლი ჭუმბურიძე

თუ გაქვს ინფორმაცია ამ ფოტოზე, ადგილზე ან მოვლენაზე, გაგვიზიარე.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი!

შეიტყვეთ სიახლეები "ქვათა ღაღადის" და სხვა ვიზუალიზაციების შესახებ!

119 119