წინაწინა
შენობა, რომელშიც ამჟამად რუსთაველის თეატრია განლაგებული, 1898-1901 წლებში აშენდა საარტისტო საზოგადოებისთვის. პროექტის ავტორები არიან თბილისში მოღვაწე არქიტექტორები კორნელი ტატიშჩევი და ალექსანდრ შიმკევიჩი.

1949 წლის 9 ივნისს ხანძარმა თეატრის შენობა გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ რუსთაველის პროსპექტზე გამომავალი მთავარი ფასადი. ფოტოების მიხედვით შენობა ერთ წელიწადში აღადგინეს. დროთა განმავლობაში გადაუდებელი გახდა შენობის კომპლექსური რეკონსტრუქციაც (1982-87 წლები). სარესტავრაციო საქმეს სათავეში ჩაუდგა არქიტექტორი ოთარ ნახუცრიშვილი. თეატრის ფასადმა პირვანდელი სახე დაიბრუნა. მხატვარ-რესტავრატორ ამირან გოგლიძის ხელმძღვანელობით აღდგა ,,ქიმერიონის” ფრესკები.

რუსთაველის თეატრის უნიკალური შენობის გადარჩენაში (2002-2005 წ.წ.) დიდი წვლილი მიუძღვის მეცენატ ბიძინა ივანიშვილს. 2002-2005 წ. ჩატარებულმა სამუშაოებმა საბოლოოდ დაასრულა თეატრის აღდგენა და რეკონსტრუქცია.

წყარო: www.wikipedia.org
Rustavelis-teatri2_large
შემდეგიშემდეგი
1901
3 / 10
2013

რუსთაველის თეატრის შენობა

საავტორო უფლებები

მარცხენა სურათი:

  • წელი: 1901
  • წყარო: www.photomuseum.org.ge
  • ფოტოგრაფი: დიმიტრი ერმაკოვი

მარჯვენა სურათი:

  • წელი: 2013
  • წყარო: JumpStart Georgia
  • ფოტოგრაფი: ირაკლი ჭუმბურიძე

თუ გაქვს ინფორმაცია ამ ფოტოზე, ადგილზე ან მოვლენაზე, გაგვიზიარე.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი!

შეიტყვეთ სიახლეები "ქვათა ღაღადის" და სხვა ვიზუალიზაციების შესახებ!

62 62