1885
1 / 1
2013
თვითმმართველობის თავდაპირველი შენობა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, არის 1824-1825 წლებში აგებული "საქალაქო სახლი". მოგვიანებით აქ კავკასიის კორპუსის შტაბი განთავსდა, საბჭოთა პერიოდში კი სამხედრო პროკურატურა იყო. 1991-1992 წლების ე. წ. "თბილისი ომის" დროს შენობა მთელ კვარტალთან ერთად დაზიანდა. აქ ამჟამად საქმიანი ცენტრია განთავსებული. იგი XIX საუკუნის 30-იან წლებში აგებული საქალაქო პოლიციის შენობის საფუძვლიანი და ეტაპობრივი გადაკეთების შედეგია. არქიტექტორ ალექსანდრ ოზეროვის მიერ შედგენილი პროექტით 1878-1882 წლებში მას განაპირა ნაწილები მიაშენეს. დღევანდელი სახე ნაგებობას არქიტექტორმა პაულ შტერნმა შესძინა.
წყარო: www.wikipedia.org
საავტორო უფლებები
მარცხენა სურათი:
- წელი: 1885
- წყარო: wikipedia.org
- ფოტოგრაფი: დიმიტრი ერმაკოვი
მარჯვენა სურათი:
- წელი: 2013
- წყარო: JumpStart Georgia
- ფოტოგრაფი: ირაკლი ჭუმბურიძე
თუ გაქვს ინფორმაცია ამ ფოტოზე, ადგილზე ან მოვლენაზე, გაგვიზიარე.
მოიწონეთ ჩვენი გვერდი!
შეიტყვეთ სიახლეები "ქვათა ღაღადის" და სხვა ვიზუალიზაციების შესახებ!