წინაწინა
ვაკე — უბანი თბილისში. სახელწოდება გაჩნდა XIX საუკუნეში, ნიშნავს დაცემულ, დაბალ ადგილს. ვაკე ძველი ვერის (საგაბაშვილო) ტერიტორიაზე წარმოშობილი დასახლებული პუნქტია. 

1907 წ. ვაკე თბილისს შემოუერთდა. ინტენსიური განაშენიანება დაიწყო XX ს. 20-იან წლებში. დიდი ხნის განმავლობაში ეს უბანი თბილისის ცენტრს მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩით უკავშირდებოდა. 1957 წ. ვარაზისხევის ქვედა ნაწილის ამოვსების შედეგად იგი ფართო ქუჩით გავიდა გმირთა მოედანზე, 1958 წ. კი გაყვანილი იქნა ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი მაგისტრალი (ამჟამად მიხეილ თამარაშვილის ქუჩა).

ამჟამად ვაკე თბილისის ერთ-ერთი დიდი საცხოვრებელი უბანია. აქვე თავმოყრილია უმაღლესი სასწავლებლები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, ადმინისტრაციული დაწესებულებები და ა.შ. 1946 წ. გაშენდა ვაკის პარკი, 1982 წ. გაიხსნა ბავშვთა ქალაქი და დასვენების პარკი „მზიური“.
Vake-1950-bolo_-an-1960-is-dasacqisi2_large
შემდეგიშემდეგი
1950
1 / 56
2013

ვაკე

საავტორო უფლებები

მარცხენა სურათი:

  • წელი: 1950
  • ფოტოგრაფი: უცნობი

მარჯვენა სურათი:

  • წელი: 2013
  • ფოტოგრაფი: უცნობი

თუ გაქვს ინფორმაცია ამ ფოტოზე, ადგილზე ან მოვლენაზე, გაგვიზიარე.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი!

შეიტყვეთ სიახლეები "ქვათა ღაღადის" და სხვა ვიზუალიზაციების შესახებ!

79 79